
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში წელიწადის ოქროსფერ სეზონს - შემოდგომას ხოტბა შეასხეს.
სკოლაში თემატური აქტივობები მოეწყო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრები გამართეს. მათ თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და საინტერესო სანახაობა გამართეს.
გარდა ამისა, სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. დღემ ძალიან ხალისიანად და ნაყოფიერად ჩაიარა.
„წელიწადის ყველა დროს აქვს თავისი ხიბლი, მაგრამ შემოდგომა განსაკუთრებული ხიბლის მატარებელია. დრო, როდესაც ბუნება თავად ხდება მხატვარი. მხატვრის უშრეტი ფანტაზია კი გადმოცემულია გარემოს ნაირფეროვნებაში. სულ სხვა ხიბლი აქვს შემოდგომას, უხვს, მოსავლიანს და ბარაქიანს. ჭრელს, ფერადსა და მხიარულს... შეიძლება კი, მას არ მიეძღვნას თუნდაც წამი, წუთი ან საათი?
მადლობა მოსწავლეებს, საინტერესო, ხალისიანი, სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე დღისათვის. სულ გეზეიმებოდეთ, ჩვენო პატარებო!“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: