
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ.
ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იმართება. ამჯერადაც, 2024 წლის სპორტული კვირეულის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრი ჩატარდა.
მასში სპორტის მასწავლებლის - რევაზ ქაშიბაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს.
მოსწავლეებისთვის ეს დღე დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: