
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი, წიგნიერების დიდი სამყაროში, თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას ჰგავს, მოსწავლეები ამ გზას დიდი ინტერესით მიუყვებიან, მათ მეგზურობას კი, პროფესიონალი პედაგოგები უწევენ.
ამჯერად, VIIბ კლასის მოსწავლეები, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, თბილისის ციფრულ სივრცეში იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასვლით-შემეცნებითი აქტივობა, კლასის დამრიგებელის შორენა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
პროგრამის საშუალებით, მოსწავლეები გაეცნენ ისტორიას ჩვენი პლანეტის დაბადების შესახებ.
როგორც გიმნაზიაში აფასებენ, დღემ ძალიან საინტერესო და შემეცნებით გარემოში ჩაიარა და მოსწავლეები ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხლეთ ფოტოები: