
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადებში მონდომებით მონაწილეობენ.
ამ მხრივ, ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე ლუდმილა თემურაზიანი გახლავთ. იქ „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულია. მისი დამრიგებელი ელენე შოშიტაშვილი, ხოლო მათემატიკის მასწავლებელი სვეტლანა მერლანია.
სკოლაში ლუდმილა თემურაზიანის მიღწევით ხარობენ და ულოცავენ.
„ლუდმილა, გილოცავთ, შენი სკოლა ამაყობს შენით, გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: