ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
28-11-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მარიამ კანკიას, მაგდა ტურავას, ლულიკო კანკიასა და მეგი კოდუას პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეთა დამრიგებელი-ნანა ქვარცხავა გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

ხეთის საჯარო სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს: მარიამ კანკიას, მაგდა ტურავას, ლულიკო კანკიასა და მეგი კოდუას საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებას და პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში  ჯილდოს მიღებას.

ხეთის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს, მადლობას უხდის ყველა მასწავლებელს და მშობელს ამ შედეგისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203