
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები და კურსდამთავრებულები არაერთ წარმატებას აღწევენ. ამჯერად, კურსდამთავრებულებს - მეგი ლიპარტიასა და ნაზიტა ზარგინავას, წარჩინებული სწავლისათვის, კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ამაყობენ და ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.