
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ხატვისა და ერთეტიკური უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლის დერეფანში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო სახელწოდებით - „შემოდგომის ფერები“.
გამოფენაზე პირველი კლასიდან IX კლასამდე მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა. წარმოდგენილი იყო უნიკალური კომპოზიციები (შემოდგომის ფერადი ფოთლებისგან დამზადებული) და სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნახატები, რომელიც ჩასმული იყო ბავშვების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ჩარჩოში.
გამოფენა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა...
დამთვალიერებელი აღფრთოვანებული დარჩა ბავშვების ნიჭითა და შემოქმედებითი მიდგომებით.
იხილეთ ფოტოები: