
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად შეუერთდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებს და თავიანთი იდეები ფართო საზოგადოებას გააცნონ.
ამჯერად, დასრულდა რესურსცენტრის ინიციატივით ჩატარებული, გალაკტიონის დაბადების დღისადმი მიძღვნილი, კონკურსი, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლე ანასტასია ფუტკარაძე მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ანასტასიას კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი.
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეს მიღწეულ შედეგს და მას წინსვლას უსურვებენ, განსაკუთრებულ მადლობას კი, მასწავლებელს ხათუნა მანველიძეს უხდიან.
„წარმატებებს გისურვებ ანასტასია მომავალშიც, დიდი მადლობა მის დამრიგებელს და მასწავლებელს ხათუნა მანველიძეს. ვამაყობთ თქვენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: