
ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს და მის კედლებში კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იზრდება.
ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ კომპიუტერებით, ხოლო საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ოქროსა და ვერცხლის მედლებით.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლიკა ბუკია, დიანა თოდუა, ანანო ყორშია და ანნა კვაშილავა, რომლებსაც კომპიუტერები გადაეცათ (დამრიგებელი-ნინელი ხუხია), ხოლო კურსდამთავრებულები: მაკა კობახიძე და თეიმურაზ კვიკვინია კი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა წარმატება, მათ ულოცავენ ამ ჯილდოს და წინსვლას უსურვებენ
„ვულოცავთ მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს! ვუსურვებთ მათ შემდგომ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: