„ილია - მოძღვარი ერის სულისა“ - დიდი მწერლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბიის საჯარო სკოლაში
28-11-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

8 ნოემბერს კი, სახელმწიფო ენის კათედრამ აღნიშნა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი. 

ღონისძიების თემა - „ილია - მოძღვარი ერის სულისა“, გახლდათ და მასში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საინტერესო აქტივობები: 

1. ი.ჭავჭავაძის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაცია;

2. მხატვრული კითხვა.

მოსწავლეებმა დიდი ილიას შემოქმედება მხატვრულად „გააცოცხლეს“ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მისი როლი ქართველი საზოგადოების მსფლმხედველობის ფორმირებაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203