
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე აღუზრდია, მათი მიღწევების უკან კი, პროფესიონალი პედაგოგების დიდი შრომა და მხარდაჭერაა.
ამჯერად, სკოლა სიხარულით გვიზიარებს, რომ წარჩინებული მოსწავლეები და კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
ხობის საგანმანათლებლო რესურცენტრის ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულების და 2023-2024 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება.
კომპიტერებით დაჯილდოვდნენ სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები: ნინო ქვარცხავა და თეკლე სიჭინავა.
2023 -2024 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები კი გახლდათ: ნინო ხარამიშვილი (ოქროს მედალი), ბაია ზარანდია (ვერცხლის მედალი) და ლუკა რეკვავა (ვერცხლის მედალი).
იხილეთ ფოტოები: