ხამისქურის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ  
28-11-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის კედლებში წარმატებული მოსწავლეები იზრდებიან, რომელთა მიღწევების უკან პროფესიონალი პედაგოგები დგანან. 

ამჯერად, სკოლა სიამაყით გვიზიარებს, იმ მოსწავლეების წარმატებას, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს და კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს კომპიუტერები, პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში გადაეცათ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ წინსვლას უსურვებენ, განსაკუთრებულ მადლობას უხდიან კლასის ხელმძღვანელს - ნათელა გიგაშვილს. 

„გილოცავთ სრულიად თემს, სასკოლო საზოგადოებას! ჩვენ ვამაყობთ თქვენი მიღწევებით! მადლობა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს! კლასის დამრიგებელს! გილოცავთ ყველას! მადლობა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203