ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე სოფო არზიგიანი გარემოსდაცვით კონკურსში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა 
28-11-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლე სოფო არზიგიანს „ასოციაცია -ბიოს“ გამოცხადებულ კონკურსში - „შექმენი სანიშნე“ გამარჯვებისთვის, სერტიფიკატი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მეოთხეკლასელებს ბუნებისმეტყველების და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაუტარდათ. სანიშნეები სწორედ ამ გაკვეთილის ფარგლებში შექმნეს.

პროექტი, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „მახსოვს - ეკოკალენდარის“ ფარგლებში, „ასოციაცია-ბიოს" დამფუძნებლის, ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით  ჩატარდა.

„მასწავლებელ გიორგი მეტრეველის ხელმძღვანელობით, ხელოვნების გაკვეთილზე, სოფოს დამზადებული სანიშნე, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203