აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ოსიფოვი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
28-11-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ოსიფოვი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მას ლეპტოპი საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ის მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ლიკა ოსიფოვს ამ წარმატებას ულოცავენ. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203