
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში ღირსეული და განათლებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ.
ახლახან, იქ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ხათუნა ხოსიტაშვილმა ჩაატარა. ის საკითხთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ესაუბრა.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები გამოფინეს და ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა რას ნიშნავს ტოლერანტობა და რატომ უნდა იყვნენ ტოლერანტები.
ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.