დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეების ჩართულობით, კლასის ხელმძღვანელმა - ირინე ფოცხვერაშვილმა ღონისძიება - „შემოდგომა, მადლობა“ ჩაატარა.
მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს, სიტყვა წარმოთქვეს, თათარა მოამზადეს და ჩურჩხელები საკუთარი ხელით ამოავლეს.
აღნიშნული ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც მათი მაღალი ჩართულობა მეტყველებდა.
იხილეთ ვიდეო: