
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მეექვსე კლასის მოსწავლემ ნოდარ დუმბაძის - „ხაზარულას“ მიხედვით, შემოქმედებითი ნამუშევარი მოამზადა. მან ფანტაზიას მოუხმო, შესაძლებლობები გამოავლინა და ნამუშევარში ნაწარმოების ცოდნა ჩააქსოვა.
მას მასწავლებელი ბარბარე გალიბინი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა წინავლასა და წარმატებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: