„ადამიანის სხეულის ნაწილები და მათი ფუნქციები“- რაქვთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია 
28-11-2024

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიაში, საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია - „ადამიანის სხეულის ნაწილები და მათი ფუნქციები“ გამართეს. 

კერძოდ, მოსწავლეებმა თავის ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის აგებულებაზე, მათ ფუნქციებსა და დაავადების პრევენციაზე ისაუბრეს. ისინი აქტივობებში მასწავლებელ დალი ბერიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მათ თემაზე ამომწურავად ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს. 

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203