
თბილისის N166 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ასეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სკოლის მე-6 3 კლასში ჩატარებული ინგლისური ენის გაკვეთილი იყო. გაკვეთილს პედაგოგი ნანა რუხაია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა თემის -„Happy Prince“ მიხედვით საინტერესო სცენარი გაითამაშეს. მათ პერსონაჟების როლი შესანიშნავად მოირგეს, ინგლისური ენის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთათვის ინგლისური ენის ხარისხიანად სწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: