
თბილისის N166 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა იმართება.
მათ შორის, სკოლაში მინი-ფეხბურთში შიდასასკოლო შეჯიბრება ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები შემართებითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მე-6 და მე-7 კლასებს შორის - მე-6გ კლასმა, ხოლო მე-8 და მე-9 კლასებს შორის - მე-8ე კლასმა გაიმარჯვა.
შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები - მანანა ჩუგუაშვილი და ნანა გულიტაშვილი.
იხილეთ ფოტოები: