უჩხოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა - ნანა აბულაძემ საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა
28-11-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნანა აბულაძემ მეექვსე კლასის მოსწავლეებს თავისივე შემუშავებული რესურსი შესთავაზა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და ინტერესით შეავსეს მრავალფეროვანი დავალებები.

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი ნანა აბულაძე მოსწავლეთა განათლებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203