გორელოვკის N3 სკოლის მე-3 კლასელები, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, მოსწავლის უფლებებს გაეცნენ
28-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეები, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, უფლება- მოვალეობების შემდეგ, ახლა უკვე მოსწავლის უფლებებს გაეცნენ.

მათ „ჯადოსნური სიტყვები“ გაიხსენეს და კლასის წინაშე მოსწავლეთა და ზოგადად, ბავშვთა უფლებებზე პატარა ამბავი წარადგინეს. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203