კორხის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მიეძღვნა 
28-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ის ქართული ენის პედაგოგის - ლალი კობაიძის ხელმძღვანელობითა და ბილინგვური სწავლების სპეცილისტის - იზოლდა ფოცხვერაშვილს დახმარებით ჩატარდა.

ღონისძიებაში მეთორმეტე, მეშვიდე და მეხუთე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, მისი ნაწარმოებებიდან ციტატები წაიკითხეს და ცოდნა გაიღრმავეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203