კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი საფეხბურთო მუნიციპალური შეჯიბრის გამარჯვებულია 
28-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა თემატურ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ახლახან, ახალქალაქში, მინი-ფეხბურთში სასკოლო ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდა. რასაკვირველია, მასში კორხის საჯარო სკოლის გუნდიც ჩაერთო. 

შეჯიბრში პირველი ადგილი სწორედ კორხის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. სკოლაში ამ მიღწევით ხარობენ და მოსწავლეებს ულოცავენ.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203