ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
15-06-2018
ალმატის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნატა მთვარელიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდა თაობისათვის ისტორიის გაცნობა და იმ დეტალების გახსენება, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენამდე გაიარა.
აქტივობა სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც მოსწავლეებმა თემატური წარმოდგენა გამართეს.
სკოლის დირექციის შეფასებით, ზეიმი შთამბეჭდავი იყო. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს