
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო მე-6 კლასის მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა. ისინი, თემის - „კოსმოსი“ შესწავლის შემდგომ სასწავლო ექსკურსიით აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრნენ.
მე-6 კლასელებმა პარალელურად განიხილეს მხარეთმცოდნეობის თემა. მათ ასევე მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მხარეთმცოდნეობისა და ობსერვატორიის შესახებ.
„მიღებული შთაბეჭდილებები ბავშვებს დიდხანს დარჩებათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ბუნებისმეტყველების პედაგოგი - სვეტლანა ბოჩიკაშვილი და კლასის ხელმძღვანელი- თამარ ჩომახიძე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: