თბილისის N28 სკოლის მე-2 კლასელებმა ფულის ერთეულები სახალისო აქტივობით ისწავლეს 
29-11-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მიდგომებს მიმართავენ და ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში, ფულის ერთეულები სახალისო აქტივობით შეისწავლეს. პედაგოგმა შესთავაზა მოსწავლეებს შემოქმედებითი დავალება. აქტივობა სათამაშოების   ყიდვა-გაყიდვას მოიცავდა და გულისხმობდა სათამაშოების შეძენას 100 ლარის ოდენობის სხვადასხვა  კუპიურებითა და მონეტებით.

ბავშვებმა წინასწარ იცოდნენ რამდენ ლარს დახარჯავდნენ და რამდენი ნივთი უნდა ეყიდათ. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი. 

დავალება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203