თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა მათემატიკის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი 
28-11-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია ცერცვაძე მოსწავლეებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობს. 

ამჯერად, მან მეორე კლასში მათემატიკის ღია გაკვეთილი ჩაატარა. მისი თემა იყო - რიცხვები 100-მდე;  არასტანდარტული და სტანდარტული საზომი ერთეულები. 

აქტივობების მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, წინარე ცოდნა წარმოაჩინეს, საკითხის შესახებ ისაუბრეს და საკითხი შეიმეცნეს. 

როგორც პედაგოგი გვიყვება, გაკვეთილი საინტერესო აქტივობებითა და რესურსებით იყო გაჯერებული. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203