
თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს მრავალფეროვანი აქტივობებით ამდიდრებენ.
ისინი განათლებული და მოტივირებული მომავალი თაობის აღზრდაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი ლია ცერცვაძე გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, მეორე კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი დავალება - „შემოდგომის მიწურული“ შეასრულეს.
აქტივობები საგან ქართული ენის ფარგლებში გაიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„წარმატებები ჩემს პატარებს“,- წერს მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები: