
თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ საინფორმაციო, დებატებზე აგებული გაკვეთილი, რომელმაც ახალგაზრდებს შეახსენა დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღის მნიშვნელობა. გაკვეთილს პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა.
„ზრდასრულ ასაკში დაგვიანებით მიმართვა ექიმს თავიდან ვერ აცილებს პაციენტს გართულებებს. ახალგაზრდები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ ტიპი 2 დიაბეტის გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია რეგულარული პრევენციული ღონისძიებების შედეგად“, - აღნიშნეს სკოლაში.
ყოველწლიურად 4,5 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება დიაბეტით და ათობით მილიონი იტანჯება სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ნევროზი, სიბრმავე და ამპუტაცია.
აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერი შაქრიანი დიაბეტის მსოფლიო დღეა. ეს დღე 1991 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: