„ვემშვიდობებით ფერად შემოდგომას“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება 
27-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ფერადი და შთამბეჭდავი ღონისძიება „ვემშვიდობებით ფერად შემოდგომას“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა წელიწადის ეს ულამაზესი დრო ლამაზად, მრავალფეროვანი ნომრებით - ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით „გააცილეს“.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

მათი შემოქმედებითი უნარებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203