გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს 
27-11-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, სკოლაში ლამაზი ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პირველი და მესამე კლასის დამრიგებლების - ნანა შულაიასა და ირინა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ჩატარდა.

სკოლაში სადღესასწაულო განწყობას საზეიმოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203