
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავლებით.
სკოლის VI კლასის მოსწავლეები, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს კუთხეების უკეთ გაცნობის მიზნით, ეწვივნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცის ქვეშ.
აქტივობა დაიგეგმა „ჩვენი საქართველოს” მასწავლებლის - ქეთევან რაზმაძის ინიციატივით. გასვლით ღონისძიებაში ასევე ჩართულნი იყვნენ ისტორიის მასწავლებელი ეკა ხოხობაშვილი და კლასის დამრიგებელი ნათია ხურცილავა.
მოსწავლეები გაეცნენ XVIII - XIX საუკუნეების საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხოვრებელი სახლებს და იმ დრიუნდელ ადამიანთა ყოფა-ცხოვრებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან მოსწავლეთა დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია მუზეუმის ისტორიულმა მონუმენტებმა (საწნახელი, მარნის ატრიბუტები, სამეურნეო იარაღები, დარანის ტიპის საცხოვრებელი, გვირგინი).
დღის ბოლოს მოსწავლეებმა, ახლადმიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შეასრულეს შემაჯამებელი ტესტი.
„გამოიკვეთა, რომ არასაგაკვეთილო სივრცეში დაგეგმილმა აქტივობამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ხალხური ხუროთმოძღვრების ნიმუშების მიმართ“,- დასძენენენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: