ბათუმის N20 საჯარო სკოლის დასმა - „ოციანელები“, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დიდი სცენაზე სპექტაკლი დადგა
26-11-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მათი ხელვნებითა და თეატრით დაინტერესებას. შესაბამისად სკოლაში წარმატებით მუშაობს თეატრალური დასი - „ოციანელები“. 

დასის წევრი მოსწავლეები სამსახიობო ოსტატობას ეუფლებიან, თეატრის მუშაობის სპეციფიკას სწავლობენ  და კულტურულ საზოგადოებაში თეატრის როლს იაზრებენ. 

დასი ჩართულია თეატრალურ ფესტივალში -„პირველი ავტოგრაფი“, რომლის ფარგლებშიც, დადგა სპექტაკლი -„18 საათი - „დელ პიეროს მაისური“. 

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ჩვენება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივრსიტეტის სცენაზე მოეწყო. 

სკოლაში წარმატებას უსურვებენ შემოქმედებით ჯგუფს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203