ტრადიციადქცეული საშემოდგომო ღონისძიება გავაზის საჯარო სკოლაში
26-11-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უანარების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება. 

სკოლის I-XII კლასის მოსწავლეებმა, ტრადიციულად, მშობლებთან, პედაგოგებთან და დირექციასთან ერთად, დიდი პატივითა და ულამაზესი ცერემონიალით გააცილეს - „ოქროსფერი შემოდგომა“. 

მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნებასა და სიუხვეს ხოტბა შეასხეს და კახური შემოდგომის ხიბლი განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

„მართლაც სხვანაირი შემოდგომა იცის კახეთში. რაღაცნაირი ბარაქიანი,  განსაკუთრებული, ულამაზესი, მადლიანი.

ტევა არ იყო გოდრებში ჩაყრილი ოქროსფერი ყურძნის, ვაშლის, კომშის და ბროწეულით  სავსე კალათების, ნივრის და ხახვის გალების, სიმინდისა და ბატი-ბუტის ტაროების. იქვე თუხთუხებდა ქვაბით თათარა, იყო ხალხაზე გაკიდული ჩურჩხელები, იყო სიმღერები და ლექსები, იყო ბედნიერება და სიხარული“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

„მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის! ბედნიერი და მშვიდობიანი წელი ჩვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს!“,-დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203