
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მე-4ბ კლასის მოსწავლებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით, შემოქმედებითი კვირეული გამართეს და თემატურ დღეებს ხელოვნების გაკვეთილები დაუთმეს. კვირეულის თემა - „პეპი გრძელწინდა“, გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება შვედი მწერლის შემოქმედების შესახებ და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
აქტივობები მოიცავდა: წიგნის - „პეპი გრძელწინდას“ კითხვას და წაკითხულის გააზრებით ილუსტრაციების შექმნას, მულტფილმის - „პეპი გრძელწინდა“, ინგლისურ ენაზე ყურებას, ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით კომიქსის შექმნას და ისტ-ის გაკვეთილზე ციფრულად დახატული ნიმუშის მიხედვით 3D peint-ში ხატვას.
პროექტს ხელოვნების მასწავლებელი ანა ანდრიაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: