ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათ წელიწადის მიმდინარე სეზონზე ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ღონისძიება მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებისთვის ბრწყინვალე მოვლენა იყო.
„დღესასწაული იყო სახალისო და ემოციური. ყველა ბავშვი დადებითი შთაბეჭდილებებით დაიმუხტა. ღონისძიებამ მოსწავლეებს არამხოლოდ სიხარული მიანიჭა, არამედ მათ ბუნების დაფასებაც ასწავლა. ისინი ამზადებდნენ ჩურჩხელას, რამაც მათი კულინარიული უნარები განავითარა და ჯანსაღად კვების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გააზრებინა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: