ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი და კომიქსები შექმნეს 
26-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, მესამე კლასში ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ცხოველთა სამყარო შეისწავლეს. შექმნეს გაზეთი - „ცხოველები ბავშვების მეგობრები“ და კომიქსი - „ზოოპარკი“, რომელიც საკუთარი ხელით შექმნილი რესურსებით დაამზადეს, ეს ყველაფერი კი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

გაკვეთილს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - გუანნა მკოიანი და კონსულტანტ მასწავლებელი - თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203