
თბილისის N142 საჯარო სკოლის პედაგოგები საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მოსწავლეთა შოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლა სიხარულით გვაცნობს სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ბარბარე კაპანაძიეს, რომელმაც თავისი ცოდნა პარაქტიკაში გადმოიტანა და შემოქმედებითი მიდგომებით საინტერესო დიორამა შექმნა, სახელწოდებით - „გლობალური დათბობა და საფრთხეები“.
მოსწავლემ განმარტა, რომ გლობალური დათბობა — დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის თანდათანობითი ზრდის პროცესია და წარმოადგენს დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიან მატებას, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის პირდაპირი გაზომვითა და დათბობის სხვადასხვა ეფექტების მაჩვენებლით.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის კლიმატის ცვლილების მთავარი ასპექტი, რომელიც გარდა ზედაპირის გლობალური ტემპერატურის მატებისა, აგრეთვე შეიცავს ისეთ შედეგებს როგორიცაა ატმოსფერული ნალექების ცვლილება.
იხილეთ ფოტო: