შავსაყდრის საჯარო სკოლაში კიბერუსაფრთხოების თემაზე საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
25-11-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, „კიბერუსაფრთხოების“ თემაზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - ნინო ხაინდრავა იყო.

აქტივობის მიზანი ინტერნეტში არსებული შესაძლო საფრთხეების პრევენცია გახლდათ. V-IX კლასების მოსწავლეებმა, კიბერბულინგის შესახებ და ინტერნეტ საფრთხეებისგან თავის დასაცავ საშუალებებზე, თავიანთი შეხედულებები ერთმანეთს გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა მოისმინეს რეკომენდაცია, როგორ აიცილონ თავიდან ინტერნეტ თამაშებზე დამოკიდებულება. აღნიშნულმა აქტივობამ ყველასთვის საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203