დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე შემეცნებითი აქტივობით აღნიშნეს
25-11-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ინიციატივებით ეხმიანებიან და აქტუალურ თემებზე ცნობიერებას იმაღლებენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ბავშვებმა ამ დღის შექმნის ისტორიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ უკვე 25 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

მოსწავლეებმა ქართულ რეალობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები.

აქტივობაზე, მონაწილეებმა გაანალიზეც, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია, რასაც განსაზღვრავს მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, ტრადიცია, მრწამსი. შესაბამისად, ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს აღნიშნული დღე, მნიშვნელობა მიანიჭეს იმ მოსაზრებას რომ „ადამიანი უნდა მივიღოთ ისეთი როგორიც არის“ და „პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203