ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი დაიკავეს 
25-11-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ შემეცნებით კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, IV კლასის გუნდი - „ქუთაისლები“ ინტელექტუალური თამაშში - „ინტელექტიადა“ მონაწილეობდა. 

ბავშვებმა, III-IV კლასების მხიარულ და დაძაბულ თამაშზე დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვეს.

გუნდი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:

  • იოანე ქარქაშაძე(კაპიტანი);
  • ევა ფესვიანიძე;
  • ბარბარე ჭანჭალეიშვილი;
  • თედო ახვლედიანი;
  • თომა კუნჭულია;
  • ანდრია სარალიძე.

სკოლაში, მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203