თბილისის N28 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დიდ სცენაზე ნახეს
25-11-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა.

ახლახან, III კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ქეთინო მელიქიშვილთან ერთად, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ. ისინი წარმოდგენას - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დაესწრნენ. 

სპექტაკლი ხის თოჯინების გამოყენებით წარიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მუსიკითა და ნანახით აღფრთოვანებული მოსწავლეები შინ ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203