
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ვენერა თურმანიძე მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს. მისთვის მოსწავლე-მასწავლებელს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე, სამართლიანობასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები, რასაც ახერხებს კიდეც. მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების სიძლიერედ გუნდურ მუშაობას, მეტ არაფორმალურ განათლებასა და პროექტებით სწავლებას მიიჩნევს.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ვენერა თურმანიძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია..
- ნდობა და სამართლიანობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- იციან ურთიერთობაში უფროს-უმცროსობა, მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურ მუშაობას, მეტ არაფორმალურ განათლებასა და პროექტებით სწავლებას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეების თბილი მოსალმება, მათი გულწრფელი ემოცია და დღის ბოლოს, „მას გცალიათ, პირადულზე მინდა დაგელაპარაკოთ“ - ანუ შეგრძნება იმისა, რომ შენი რჩევა ვიღაცას სჭირდება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძისა და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებს.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიებები.