
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით სხვადასხვა სახის აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას უძღვებოდნენ პირველი კლასის დამრიგებელი ირმა ჩინჩალაძე და მეორე კლასის დამრიგებელი ცირა კალაიჯიშვილი.
ზეიმს მუსიკალურად კი აფორმებდა მუსიკის პედაგოგი ლეილა თელიაშვილი.
ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო: