ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის მდებარეობას, ისტორიას და ეკონომიკას საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
25-11-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე, რუსული ენის პედაგოგის - ნონა ჭილაძის ხელმძღვანელობით, საგაკვეთილო თემის ფარგლებში წარადგინეს პრეზენტაციები.

მოსწავლეების წარდგენილ საპრეზენტაციო მასალაში საუბარი შეეხებოდა ქვეყნების: უკრაინის, გერმანიის, უზბეკეთის, ბელარუსიის და რუსეთის გეოგრაფიულ მდებარეობას, აგრეთვე ისტორიასა და ეკონომიკას.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203