„მადლობა, რომ ასახელეთ მშობლიური სკოლა“- ქვედა საზანოს N2 სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში უდიდეს წარმატებას მიაღწია 
25-11-2024

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში მიზანდასახული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი სასკოლო საზოგადოებას საკუთარი მიღწევებით ხშირად ანებივრებენ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო პირველობაში სკოლის გუნდი - „მართვე“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა. 

გუნდის წევრები არიან მე-8 კლასის მოსწავლეები: საბა ლელაძე, ლუკა ორბელაძე, ეთუნა ქურცაძე, ზაურიკო ლუტიძე და ლაშა ლომთაძე. 

„დიდი მადლობა, რომ ასახელეთ მშობლიური სკოლა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203