ნოქალაქევის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს ინგლისური ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
25-11-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, IV კლასში ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მას მასწავლებლები - ნანა ჯგერენაია და ლიკა ხელაია უძღვებოდნენ. 

გაკვეთილის თემა Disneyland გახლდათ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი მიზანი კითხვისა და მოსმენის უნარის განვითარება, ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლა და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება იყო.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა შემდეგი აქტივობები შეასრულეს: 

  •  წაიკითხეს ინფორმაცია დისნეილენდზე;
  •  უყურეს ვიდეო რგოლს;
  •  ისაუბრეს დისნეის მულტფილმებზე და მათ საყვარელ გმირებზე.

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებს დისნეის მულტფილმის გმირები ზღაპრული სამყაროდან ეწვივნენ, რამაც პატარები აღაფრთოვანა.

აღნიშნულ გაკვეთილს ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები, დირექტორის მოადგილე - ციალა გოგოლი და უცხო ენების კათედრის თავმჯდომარე - ელენე ბაღათურია ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203