„ოქროსფერი შემოდგომა“ - ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი სანახაობა 
25-11-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

ამის მიზეზი კი, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გახლდათ. მასში 1-ელი - მე-4 კლასების მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელები აქტიურად ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა თათარაში ამოავლეს ჩურჩხელები, ლექსები წაიკითხეს და შემოდგომა სიმღერით გააცილეს. სკოლაში შემოდგომის ნობათი და დეკორაცია იყო განთავსებული, რაც  საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203