ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები - ნაირა ბერულავა და გიორგი ჯღამაძე მასწავლებელთა კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ
25-11-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, აქტიური მასწავლებლები მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი - ნაირა ბერულავა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - გიორგი ჯღამაძე მასწავლებელთა კონფერენციაზე ერთობლივი პრეზენტაციით საინტერესოდ წარდგნენ.

მონაწილეობისათვის მასწავლებლები სერტიფიკატებითა და ტექნიკის მაღაზიის - „ბეკოს“ ფასდაკლების ბარათებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ინიციატივითა და რესურსცენტრთან არსებული მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ნოქალაქევის საჯარო სკოლა ღონისძიების ორგანიზატორებს დაგეგმილი აქტივობისთვის მადლობას უხდის და მასწავლებლებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203